1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერობის კანდიდატი დღეს დასახელდება?!

ჩამოტვირთვა

საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ნორმის თანახმად, მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას არჩევს, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მთავრობის წევრების კანდიდატურებს. სწორედ ამ პროცედურის დასრულებიდან სამი დღის ვადაში წარუდგენს პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში ინიშნებიან. გადადგომის თაობაზე ვანო მერაბიშვილის მთავრობის შუამდომლობა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი განკარგულებით 10 ოქტომბერს დააკმაყოფილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფომაციაში ხაზგასმულია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე მოვალეობას ძველი მთავრობა ასრულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები