მსოფლიო
დაპირებები და პროტესტი-ოცნება და რეალობა
2012-10-16 21:09:58
ჩამოტვირთვა
ტყიბულის ზაალ მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეშახტეებმა საპროტესტო აქცია კომპანიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მოაწყვეს. უკმაყოფილება ხელფასების შემცირებამ გამოიწვია. მეშახტეები გენერალურ დირექტორთან - ლევ ტრიოაკოვსკისთან შეხვედრას ითხოვენ, მუშები ახალ დირექტორს ქაოსის გამოწვევაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, დირექტორი მუშებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და რუსულად საუბარს სთხოვს.
ჭიათურაში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ . ,,ჯორჯიან მარგანეზში“ დასაქმებული მუშების საშუალო ანაზღაურება 250 დან 300ლარამდე მერყეობს,ყველაზე რთული სამუშაოს შესრულება 600 ლარად ფასდება ,გაფიცულია 400-ზე მეტი მუშა.
სამუშაო პირობებსა და ხელფასს აპროტესტებენ ფოთის პორტის თანამშრომლებიც. მუშების ძირითადი მოთხოვნა, ხელშეკრულების გაფორმება და ფიქსირებული ხელფასის აღებაა. უშტატო თანამშრომლები,რომელთა საათობრივი ანაზღაურება 4 ლარს შეადგენს ფიქსირებულ ხელფასს ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლები რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს შეხვდნენ და მათგან დაპირებები მოისმინეს, თუმცა შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა, პროტესტი კი ამ დრომდე გრძელდება.
პრობლემის აღმოფხვრაზე ჯერ გამარჯვებული კოალიციის მინისტრთა კაბინეტებში არ მსჯელობენ, ოცნებელები გაფიცულებს ბოლო ორი კვირის მანძილზე უკვე სავიზიტო ფრაზით პასუხობენ – ,,გადავხედავთ“ ან დამსაქმებელ კომპანიებს ტუქსავენ ,ანდაც უბრალოდ მაღაროების თემაზე ხუმრობენ
სინქრონი მაჯორიტარობის კანდიდატების და ბიძოს ბუტკი სხუმრობა
პროტესტს გამოთქვამენ დევნილებიც ,რომელთა პრობლემადაც კვლავ რჩება საცხოვრებელი ფართების გამოყოფა. იმ პირობებში ,როცა პრემიერი და მინისტრობის კანდიდატები დევნილთა და განსახლების სამინისტროს ე.წ. ვაკანტურ პოსტზე ბჭობდა დევნილებმა მუსიკალური ათწლედის შენობა თვითნებურად დაიკავეს და დროებითი საცხოვრებლების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართეს.
პროტესტი გრძელდება თეატრალურ უნივერსიტეტშიც სტუდენტები და აკადემიური საბწოები რექტორს უპირისპირდებიან, მიზეზად საბჭო კანონდარღვევებით ჩატარებულ არჩევნებს ასახელებს,პროფესორები უნივერსიტეტის ავტონომიას მოითხოვენ,საბჭოს წევრების განმარტებით წესდება მათ გარეშე კულტურის სამინისტრომ თვითნებურად დაამტკიცა. სამინისტროში ამ საკითხთან დაკავსირებით კომენტარს არ აკეთებენ.
პროტესტების სერიას შეიზლება განუხორციელებელი დაპირებების პროტესტის ახალი ტალღაც მოჰყვეს , ,,კოალიცია ქართული ოცნების დაპირებების სერია ,როგორც ჩანს განუხორციელებელი რჩება.
უმუშევართა კომპესაცია ტყუილი აჟიოტაჟია ,ასეტი რამ ჯერ–ჯერობით არ იგეგმება.
ონოფრიშვილი:
საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა გადასახადი არის დაბალი. ამ დაბალი გადასახადების პოლიტიკით შემოდის შემოსავლები ბიუჯეტში. არ განვიხილავთ გადასახადების ცვლილებას მომავალი წლისთვის, არც გაზრდის და არც შემცირების თვალსაზრისით. არანაირი ცვლილება საგადასახადო განაკვეთებში არ განხორციელდება. ფინანსური ამნისტია ჯერჯერობით არ იგეგმება.
საარჩევნო დაპირება პრიორიტეტი :კომუნალური გადასახადების შემცირება,მედიკამენტებზე და საწვავზე ფასების დაწევა
ერთ–ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა უფასო ჯანდაცვაც,თუმცა ჯერ მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მინისტრობის კანდიდატები დამკიცებამდე ცვლიან ერთმანეთს სინქრონი ძველი და ახალი მინისტრი
რეალური სურათი კი დღეს საქართველოში ასეთია: 5–10 თეთრით გაძვირებული პური ,5 თეთრით გაძვირებული საწვავი , გადასახადების შემცირებასა და უფასო ჯანდაცვაზე ოცნებად დარჩენილი ოცნება და ეს:
კომენტარები