მსოფლიო
„ქართული ოცნება“ დაშლის პირას?
2012-10-16 20:57:02
ჩამოტვირთვა
ნაძირალა
ყველაფერი წაგეშალა სინდისში? აქამდე
მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ სულ რაღაც 4 თვეში ბედისწერა ერთი ლიდერის ირგვლივ და ერთ კოალიციაში გააერთიანებდათ. ოქტომბერში სუბარ-უსუფაშვილის წყვილმა დანარჩენების მსგავსად ,,წაშლილი სინდისი’’ სწორედ მილიარდების გარშემო მომართეს, ორივემ დაივიწყა, რომ ,,ნაძირალაა’’ და ქართულ საზოგადოებას ოლიგარქის ლაქიებად მოევლინნენ.
მათთან ერთად კი სულ მალე ,,ოცნების ახდენის’’ გარშემო სხვა მილიონების შოვნის მსურველებთან ერთად, უსუფაშვილის მიერ მატყუარად წოდებული ალასანიაც გაერთიანდა.
რესპუბლიკელებმა ხომ დროებითი გაერთიანების შესახებ ბევრი რამ იციან. არსებობის 34 წლის განმავლობაში პარტიამ 10 ზე მეტ ალიანსში ბლოკსა და კოალიციაში მიიღო მონაწილეობა. ამ მრავალფეროვან პოლიტიკურ პარტნიორებთან რესპუბლიკელების ურთიერთობას ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - ხელისუფლებაში მოსვლა.მაგრამ თითქმის ყოველთვის სხვადასხვა იყო მოკავშირე პარტიების შეხედულებები.
ამის გამო ბოლო პერიოდამდე ვერცერთმა კოალიციამ ერთობა ვერ შეინარჩუნა. ასეა ახლაც. ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ნატოში გაწევრიანების მომხრეები არიან, მათი პარტნიორები კი არა.
ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც კოალიციაში შემავალი პარტიები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
კოალიციის შიგნით განსხვავებული აზრებია ქვეყნის მოწყობაზეც, თავისუფალი დემოკრატები საპრეზიდენტო რესპუბლიკას ემხრობიან, რესპუბლიკელები საპარლამენტოს. სხვადასხვაა პარტიების ეკონომიკური პლატფორმებიც. ასეთი განსხვავებული შეხედულებების გამო კოალიციის ლიდერები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და არა მომგებიან განცხადებებს აკეთებენ, შემდეგ კი ამ განცხადებების გამოსწორებას ცდილობენ. ის,რომ კოალიციაში ერთობა ვერ შედგა ამაზე ყველა თანხმდება. ოლიგარქი ლიდერიც და მეოცნებე პოლიტიკოსებიც. არჩევნებამდე ჯერ კიდევ სამი კვირით ადრე კოალიციის დაშლას ახალი მემარჯვენეებიდან ოცნებაში გადასული და ივანიშვილის შტაბის უფროსი დავით საგანელიძე, ჯერ საგაზეთო ინტერვიუში იუწყებოდა, შემდეგ კი კამერების წინ ალაპარაკდა, მაშინ მას ოლიგარქმაც მხარი აუბა და შტაბის უფროსის ნათქვამი დაადასტურა.
კოალიციის დაშლა უფრო მეტად ლოგიკური კი მას შემდეგ გახდა, რაც თბილი სავარძლების და ფულის მოყვარულმა ოცნების ლიდერებმა, თვითონ ოლიგარქის და ერთმანეთის ლანძღვა, ისევ ერთმანეთში დაიწყეს. სწორედ მაშინ იხილა საზოგადოებამ თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ,,ოცნებამ’’.
კოალიციაში ,,დიდი განხეთქილება’’ კი სწორედ აქედან დაიწყო. ვინ კედლის შიგნით ვინ კი გარეთ უკვე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა. თუმცა ნაგინები და შემგინებლები ამდრომდე ჯერ მხოლოდ პოსტებს ინაწილებენ. ის,რომ კოალიციურ ერთობას დიდი დრო არ უწერია ამას თვითონაც ხვდებიან, თუმცა ეს ის პერიოდია,როდესაც ღიად ამ საკითხზე მხოლოდ ექსპერტები საუბრობენ.
ოცნების ამომრჩეველთა გაწბილებულმა 54 %-მა გუშინ კიდევ ერთი სიურპრიზი მიიღო. აუწყეს, რომ საარჩევნო ბიულეტინში ქართული ოცნების მაგივრად ხმა ,,კრისებს’’ მისცეს. დღეს უკვე საარჩევნო ნომერი 41 სწორედ კრისებთან ასოცირდება.
გიორხელიძის გრაფიკა და დღევანდელი განცხადება პრესკლუბში,
იმ მრავალს შორის კი რომლებზეც გიორხელიძე საუბრობს მთავარი მოქმედი გმირი, ანუ მთავრი კრისა, არავისდა გასაკვირად სამოქალაქო სექტორში 2 მილიონის სანაცვლოდ აწ გადანაცვლებული ექსპერტი და ივანიშვილის ახლო მეგობარი გია ხუხაშვილი აღმოჩნდა. ხუხაშვილი ჯერ-ჯერობით პირველია იმ მრავალთაგან, რომელმაც კოალიციის დატოვების მიზეზებზე საუბრის ნაცვლად ღია ეთერი ბოდიშების მოსახდელად გამოიყენა.
როდემდე იქნება ივანიშვილის ფულები კოალიციის ერთიანობის საწინდარი და დაიშლება თუ არა ქართული ოცნება მარტივ-მამრავლებად. გამოუცდელი მეოცნებეები 65 გამოცდილი ნაციონალის პირისპირ. ის, რომ ძლიერი ოპოზიცია შესაძლოა სწორედ კოალიციის დაშლის ერთ-ერთი რეალური მიზეზი აღმოჩნდეს, ამაზე დღეს ღიად საუბრობენ.
კომენტარები