მსოფლიო
ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა
2012-10-16 20:20:42
ჩამოტვირთვა
ტელეკომპანია იმედი პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა, ამის შესახებ ინფორმაცია არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვება ქრონიკაში გავრცელდა. პატარკაციშვილების ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია იმედის დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. იმედის ოჯახისათვის გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ იმედი იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია.“
კომენტარები