პოლიტიკა
ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს
2012-10-16 15:59:48
ჩამოტვირთვა
ამ დრომდე გაურკვეველია რამდენი ფრაქცია იქნება ახალი მოწვევის პარლამენტში. კონსულტაცია ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში.
უკვე ცნობილია, რომ ცალკე ფრაქციის შექმნას გეგმავს "რესპუბლიკური პარტია". ეროვნული ფორუმი კი "ქართული ოცნების" შემადგენლობაში დარჩენას აპირებს.
რამდენიმე ფრაქციიის შექმნას ვარაუდობს საპარლამენტო უმცირესობაც. ახალ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერად დავით საგანელიძის კანდიდატურა სახელდება, უმცირესობის ხელმძღვანელი კი, სავარაუდოდ, დავით ბაქრაძე იქნება.
რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებს, მიუხედვად იმისა, რომ პარლამეტში 15 კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები უკვე დასახელდა, არ არის გამორიცხული კომიტეტების რაოდენობა შემცირდეს.
კომენტარები