1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძემ მინისტრობაზე უარი თქვა

ჩამოტვირთვა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი თქვა. როგორც გამყრელიძის განცხადებაშია ნათქვამი, მისი უარი უკავშირდება მორალურ უხერხულობას, რადგან მისი შვილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი იყო. "ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც. მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები. ამასთან დაკავშირებით მქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან და მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე. ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და დარწმუნებული ვარ, არც შეილახება", - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების საფუძველზე იგი დარჩება მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. განცხადებაში ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისთვის გამოხადებული ნდობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ დაიწყება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები