მსოფლიო
სომხები "ოცნების" წევრებსა და ივანიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვენ
2012-10-15 21:20:16
ჩამოტვირთვა
თბილისში მცხოვრები სომეხთა ასამბლეის წევრები ახალი მთავრობისგან რიგ საკითხებზე შეთანხმებასა და ,,ეკლესიების დაბრუნების“ საკითხთან დაკვშირებით მოლაპარაკებების გამარტვას ელიან,გარდა ამისა სომეხთა ასამბლეის კოორდინატორი გარიზიანებას არ მალას საქარტველოს ახალი მთავრობის მიმართ,არნოლდ სტეპანიანი აღნიშნავს კოალიციაში ეთნიკური უმცირესობებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს.ამის შესახე სომხური გაზეთი „ერკრამასი“, წერს.
„მიუხედავად ამისა, „სიყვარულის“ ტენდენცია ეროვნულ უმცირესობათა მიმართ გრძელდება. ერთი მხრივ კარგია, რომ თავად ივანიშვილი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, წლები ცხოვრობდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის, რომ მან მოიკრიბა კონსულტანტები, რომლებსაც არ უყვართ ეროვნული უმცირესობები, ეჭვებს იწვევს“
გარდა ამისა, სომხური გამოცემამ გამოითხოვა ივანიშვილის იმ ინტერვიუს ორიგინალი, სადაც მომავალმა პრემიერ მინისტრმა სომხების მისამართით სკანდალური განცხადება გააკეთა ,შემდეგ კი ახსნა განმარტების მიცემამ და მობოდიშებამ მოუწია.
სტეპანიანი აღნიშნავს,რომ ამ მობოდიშებამ კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა.მისი თქმით,სომხებისადმი კოალიციის ლიდერის ნეგატიური დამოკიდებულება სომხების არჩევანით არის გამოწვეული.
გრაფიკა ,,ივანიშვილს არ მოეწონა ის ,რომ თბილისელმა სომხებმა ,,ნაციონალურ მოძრაობა სმისცეს ხმა და ამიტომაც გააგზავნა ასთი გზავნილი საქართველოსი მცხოვრები სომხების მისამართით.“
სომხური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სტეპანიანი ამბობს, რომ „ეკლესიების დაბრუნების“ თემა, ისევე როგორც ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის მოგვარება, გადამწყვეტი იქნება მომავალ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში.
გარდა ამისა, სომხებს, ქართულ-სომხური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნაც აქვთ, იმ ლოგიკით, რომ სტეპანიანის თქმით, საქართველოში ქართულ-თურქული და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტები არსებობს.
კომენტარები