პოლიტიკა
გაიაფდება თუ არა 5 –10 თეთრით გაძვირებული პური?
2012-10-15 20:26:02
ჩამოტვირთვა
52 წლის მერი კორძაიას დღე ჩვეულებრივად დაიწყო: დიასახლისი დილას მაღაზიაში პურის საყიდლად წავიდა, თუმცა, განსაზღვრული თანხა საკმარისი უკვე აღარ აღმოჩნდა, მაღაზიაში მისულს პური ათი თეთრით გაძვირებული დახვდა. ქალბატონი მერი ამბობს, რომ ოჯახში მხოლოდ მისი მეუღლე მუშაობს, ამ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გაძვირება ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვება.
მერი კორძაიასგან განსხვავებით, ჩვენი სიუჟეტის მეორე გმირი დასაქმებულია, თუმცა, პურის გაძვირება იზო წიკლაურისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
ვითარებაში გარკვევის მიზნით, აიტივიმ სპეციალისტებს მიმართა. ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას, განცხადებით, ერთი ტონა ხორბლის საქართველოში შემოტანის ფასმა 100 დოლარით მოიმატა. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ პურის ფასის მატება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებამ გამოიწვია. ერთი ტომარა ფქვილის ფასი 30-31 ლარი იყო, დღეს კი ეს ფასი 43-45 ლარამდე მერყეობს
პურისა და პურპროდუქტების ზოგიერთ მწარმოებელ კომპანიას ამ ეტაპზე პურის ფასი არ გაუზრდია, თუმცა, ეს მდგომარეობა, როგორც ირკვევა, დროებითია. კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პურის ღირებულებას ამ დროისთვის კომპანიაში არსებული გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის განსაზღვრული თანხით ამყარებენ.
ზურაბ გოგოლაძე – შპს „პურის“ დირექტორი
ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოში პურპროდუქტების ფასსზე. მდგომარეობის დარეგულირებას კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის „პურის კომპენსაციის“ დანიშვნაში ხედავენ.
ის, რომ პურის ფასის 5–10 თეთრით მატება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გამოიწვია – ეს არგუმენტი მოსახლეობისთვის შეღავათი ნამდვილად არ არის. ხალხი მთავრობისგან სწორი, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითხოვს.
კომენტარები