1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„კოალიციის გარეთ დარჩენა პრივილეგიაა“

ჩამოტვირთვა

ეკონომიკური ექსპერტი და „კოალიცია ქართული ოცნების“ წევრი გია ხუხაშვილი პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს და სამოქალაქო სექტორში კერძოდ კი ,,განვითარების კვლევის ინსტიტუტში’’ ინაცვლებს. ახალ მთავრობას ჯანსაღი კრიტიკა სჭირდება - ეს განცხადება ექსპერტმა ხუხაშვილმა მაესტროს პრესკლუბში გააკეთა. ექსპერტმა რამდენჯერმა გაიმეორა, რომ ის პატარა ბიჭი არ არის, რომ მაღალი თანამდებობებით იხიბლებოდეს. ხუხაშვილი არც იმას მალავს, რომ კოალიციაში ყოფნისას სარგებელიც მიიღო და დღეს უკვე კოალიციის გარეთ დარჩენა მისთვის პრივილეგიაა. ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ხუხაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემდეგ კოალიციის კრიტიკოსი გახდება. რამდენად შეძლებს იმ კოალიციის ობიექტურად გაკრიტიკებას უკვე მოქალაქე ხუხაშვილი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებასთან’’ ერთად არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოდა?! ხუხაშვილმა მაესტროს პრესკლუბში ამ კითხვასაც უპასუხა. ექსპერტმა ხუხაშვილმა დღეს მაესტროს პრესკლუბში მინისტრობის კანდიდატებზეც ისაუბრა. ხუხაშვილის თქმით ივანიშვილს ეკონომიკის სფეროში მინისტრის შერჩევა ადამიანური რესურსის სიმცირის გამო გაუჭირდა, ვინაიდან ის რესურსი საიდანაც შეიძლება ახალმა მთავრობამ სტარტი აიღოს ძალიან მწირია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები