პოლიტიკა
,,ოცნებელები“ საკუთარ რიგებში ,,კრისებს“ ხედავენ
2012-10-15 16:54:31
ჩამოტვირთვა
რა ხდება ქართულ ოცნებაში და ვის მანკიერ თვისებებზე საუბრობენ კოალიციის წევრები. ვის უწოდებენ კრისას და რატომ აქვთ იმედი ,იმისა ,რომ ქართული საზოგადოება მიამიტი არ არის.
კოალიციის შიგნით ე.წ. ,,კრისების“ არსებობაზე დღეს ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის ერთ–ერტი ავტორი დემურ გიორხელიძე საკუთარ ფბ გვერდზე წერს.
„დაანონსება განცხადებისა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ იმ პიროვნების მიერ, რომელიც ერთი წელი, "ახლომდგომი მაღლა", მხოლოდ სიგლახეს და საკუთარ "კრისულ" ინტერესებს მისდევდა, არის უპატივცემულობა საზოგადოებისა და გათვლა იმაზე, რომ ეს საზოგადოება ბრმა და ბრიყვია!
როცა მანკიერი სისტემის მოთხოვნადი ნაწილი ხარ, - მუდამ მანკიერი სისტემის ფარგლებში იმოძრავებ, სადაც უნდა იყო!“
გიოხელიძე როგორც ჩანს ,,ქართული ოცნების „წევრ,ექსპერტ გია ხუხაშვილზე საუბრობს,რომელმაც სწორედ დღეს კოალიციის დატოვების შესახებ ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
მოგვიანებით , გიორხელიძემ პრესა,ჯისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა,რომ ის კონკრეტულად რომელიმე პირზე კი არა ,ზოგადად კოალიციის ზოგიერთ წევრზე საუბრობდა.
გრაფიკა : ,,ამ პოსტს არანაირი პიროვნული დამოკიდებულება არ უდევს სარჩულად. მე აქცენტი გავაკეთე არა ერთ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ჯგუფზე, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შემოიკრიბა. აქ შეიძლება არაერთი ადამიანი ჩასვა“
გარდა ამისა, გიორხელიძე კოალიციის შიგნით განსხვავებული ინტერესების გამო შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს და ივანიშვილს ურჩევს ,ყველას საკადრისი ადგილი მიუჩინოს.
კომენტარები