1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში"

ჩამოტვირთვა

ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კოალიცია "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები გრძელდება. როგორც თავად კოალიციის წევრები აცხადებენ, ექვსივე ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ კანდიდატებზე უკვე შეჯერდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ საზოგადოებას თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს. მედიაში მინისტრობის კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატის შესახებ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად მამუკა ნიკოლეიშვილი მოიაზრება. ის წლების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო ენერგეტიკის საკითხებში, 2003 წელს კი ენერგეტიკის მინისტრადაც დაინიშნა. ბოლო წლების განმავლობაში ნიკოლეიშვილი პარიზში ცხოვრობდა. როგორც თავად მამუკა ნიკოლეიშვილი აცხადებს, მან კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციები და მოლაპარაკებები უკვე გამართა და საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობისთვის მზად არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები