1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესების თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები, - კონფერენცია ამ სახელწოდებით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. კონფერენციას პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ ხედვებს ამგვარ ფორმატში არჩევნების შემდეგ პირველად აცნობენ. დავით უსუფაშვილმა ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი სასამართლო გარემოს შექმნაზე. გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, მთავარია ყველა პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში წარიმართოს. ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის შეფასებით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოსთვის. ელჩი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება. კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებით იმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები