1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკო განმეორებითი არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ჩამოტვირთვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 3 მაჟორიტარული ოლქის 11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სიღნაღის ერთ, ხაშურის 9 და გორის ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდა. სიღნაღის, გორისა და ხაშურის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ჩატარებული განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლიდერობენ: სიღნაღში - გელა გელაშვილი - 49.01 პროცენტი ("ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"); გორში - მალხაზ ვახტანგაშვილი - 47.43 პროცენტი ("ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"); ხაშურში - ვალერი გელაშვილი - 57.75 პროცენტი ("ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"). სიღნაღის ერთ, ხაშურის 9 და გორის ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნების შედეგები გაბათილდა, მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატები ხელახლა აირჩია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სამივე საარჩევნო ოლქში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. ცესკო-ს ინფორმაციით, სიღნაღის, ხაშურისა და გორის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები