პოლიტიკა
ცესკო განმეორებითი არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
2012-10-15 15:18:27
ჩამოტვირთვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 3 მაჟორიტარული ოლქის 11 საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სიღნაღის ერთ, ხაშურის 9 და გორის ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდა.
სიღნაღის, გორისა და ხაშურის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ჩატარებული განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლიდერობენ:
სიღნაღში - გელა გელაშვილი - 49.01 პროცენტი ("ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება");
გორში - მალხაზ ვახტანგაშვილი - 47.43 პროცენტი ("ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება");
ხაშურში - ვალერი გელაშვილი - 57.75 პროცენტი ("ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება").
სიღნაღის ერთ, ხაშურის 9 და გორის ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნების შედეგები გაბათილდა, მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატები ხელახლა აირჩია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სამივე საარჩევნო ოლქში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, სიღნაღის, ხაშურისა და გორის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
კომენტარები