მსოფლიო
ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
2012-10-14 15:06:11
ჩამოტვირთვა
ხაშურში მიმდინარე განმეორებით არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. როგორც საარჩევნო უბნების კომისიის თავმჯდომარეები აღნიშნავენ, 1-ელი ოქტომბრის საარჩევნო პროცესთან შედარებით დღეს აქტივობა მინიმუმ 50 პროცენტით ნაკლებია. ამ ფაქტზე საუბრობენ კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონულ შტაბშიც და დაბალ აქტივობას ნაწილობრივ ხსნიან იმ გარემოებით, რომ მათი მხარდამჭერები შეგუებულები არიან გამარჯვებას და წინასწარ აქვთ განცდა, რომ კონკრეტული უბნების მაჩვენებლები საერთო შედეგს ვერ შეცვლის.
საარჩევნო პროცესი ხაშურში ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცხრა საარჩევნო უბანზე, სადაც 1-ელი ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები გაუქმდა, ხმის მიცემის პროცესი 08.00 საათიდან დაიწყო და 20.00 საათისთვის დასრულდება. ამ დრომდე არც ერთ უბანზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება. ასევე არ დაფიქსირებულა კომისიის წევრების მოხსნის და მათთვის უფლებამოსილების შეჩერების ფაქტები.
კომენტარები