პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა ხაშურში კანდიდატურა მოხსნა
2012-10-13 14:37:58
ჩამოტვირთვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო.
„არა ერთი გაფრთხილებისა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, თავი შეეკავებინათ ძალადობისგან, შანტაჟისგან, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, სამწუხაროდ, დაუფარავი აგრესია გრძელდება, როგორც ჩემი შტაბის, ასევე საუბნო საარჩევნო კომიისის წევრების მიმართ. ამ პირობებში ხაშურში ჩვენი მუშაობა შეუძლებლად მიმაჩნია, ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. იმედი მაქვს, თითოეული ძალადობის ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება და მას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა სერგო ქიტიაშვილმა.
მოძრაობაში ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარისგან თავის იკავებენ.
კომენტარები