1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა დასრულდა

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები ისევ დაგანახლდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ეკა ბესელია, ზურაბ ტყემალაძე, ვახტანგ ხმალაძე და სხვები. „ქართული ოცნების“ შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეკა ზღულაძესთან შეხვედრა ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში და სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული კონსულტაციების შემდეგ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, რომ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების საცხოვრებელი პირობების საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ქუთაისში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრება. მისი განმარტებით, დღევანდელი კონსულტაციებისას საუბარი ძირითადად ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო. მათ შორის იმას, რამდენად მოხერხდება პარლამენტის ახალ შენობაში პირველი სხდომის ჩატარება. კითხვაზე, როგორ დაბალანსდება ურთიერტობები, როც სახელისუფლო ორგანოების დიდი ნაწილი პრეზიდენტის გავლენის ქვეშაა?! ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს შემდგომი საკონსულტაციო ტემაა და ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები