პოლიტიკა
"ნაცმოძრაობის" ყოფილმა წევრებმა საკრებულოში ფრაქცია შექმნეს
2012-10-12 13:45:37
ჩამოტვირთვა
ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა პირებმა თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნეს. ფრაქცია "თავისუფლება" 5 წევრით არის წარმოდგენილი. მის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი შიხიაშვილი, მერაბ რაფავა, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ქავთარაძე და ზაზა დოლიძე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლისა და ახალ ფრაქციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება დანარჩენი 4 წევრის მიერ საკრებულოში გამართული პრესკონფერენციის დროს მიიღო.
როგორც პრესკონფერენციაზე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, მათი გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მისმა ლიდერებმა ამორალურ და დისკრედიტირებულ ორგანიზაციად აქციეს.
კომენტარები