1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორი სქესი ერთ სხეულში

ჩამოტვირთვა

ინტერსექსუალიზმი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად ამ პრობლემით ყოველი 500 ათასიდან ერთი ბავშვი იბადება. ჰერმაფროდიტი ეს არის ორგანიზმი, რომელსაც ერთდროულად გააჩნია როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის ნიშნები, მათ შორის სასქესო ორგანოებიც. ინტერსექსუალიზმი გენეტიკური დაავადებაა და ტესტესტერონების რაოდენობაზე გახლავთ დამოკიდებული. მეცნიერთა განმარტებით, ინტერსექსუალიზმი ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში ორსულობის მეშვიდე კვირაზე ყალიბდება. იმ შემთხვევაში თუ მდედრობითი სქესის ნაყოფს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ტესტესტერონია, ბავშვს ორივე სქესის სასქესო ორგანოები უყალიბდება. ინტერსექსუალიზმი ასევე უვითარდება მამრობითი სქესის ნაყოფსაც, რომლის ორგანიზმიც ტესტესტერონის ნაკლებობას განიცდის. კაცობრიობის არსებობის მანძილზე ჰერმაფროდიტები ყოველთვის იყვნენ განდევნილნი იმ საზოგადოებიდან, რომელიც ვერ იგებდა მათ ბუნებას. დღემდე ითვლება რომ ჰერმაფროდიტობა სამარცხვინოა, რის გამოც ამ პრობლემის მქონე ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება. ეს 16 თვის ჯეიკობია, ფილიპინელი პატარა, რომელიც ჰერმაფროდიტად დაიბადა, მისმა მშობლებმა ბავშვისთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს. თუმცა ამ გადაწყვეტილების შესრულებამდე აუცილებელი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცედურის გავლა. როდესაც ინტერსექსუალიზმის პრობლემის მქონე ადამიანი არასრულწლოვანია, მას არ შეუძლია არჩევანი თავად გააკეთოს. ჯეიკობის მშობლებს სურთ, რომ მათი შვილი ბიჭი იყოს, მაგრამ ოპერაციის გაკეთებამდე ექიმებმა გენეტიკური კვლევა უნდა ჩაატარონ. აუცილებელია გაირკვეს ბავშვის გენეტიკური სქესი, წინააღმდეგ შემთხვევაში წლების შემდეგ ოპერაციის შედეგი სავალალო იქნება. საბოლოოდ ჯეიკობისთვის სქესის შერჩევა მშობლებმა სპეციალისტებს მიანდეს. ქრომოსომული ანალიზის ჩატარების შემდეგ დეენემის მეშვეობით დადგინდა, რომ ჯეიკობის გენეტიკური სქესი მამრობითია. სიცოცხლისთვის საშისი 4 საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა 16 თვის ჯეიკობი ჰერმაფროდიტიდან ჩვეულებრივ ბიჭუნად აქციეს. თუმცა ისიც აღსანისნავია რომ ჯეიკობი ვერასოდეს გახდება მამა. ჯეიკობისგან განსხვავებით უსამართლოდ მოექცნენ მშობლები და ექიმები იტალიელ ტიციანას. გოგონას ინტერსექსუალიზმის პრობლემა 15 წლის ასაკში აღმოუჩინეს. მშობლებმა და ექიმებმა მისი გოგონად დატოვება გადაწყვიტეს, რადგან ტიციანა 15 წელი ისე ცხოვრობდა როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. რთული ოპერაცია ისე ჩატარდა რომ 15 წლის ტიციანამ არც კი იცოდა რა სჭირდა სინამდვილეში. წლები გავიდა და ტიციანას საკუთარ სხეულთან შეგუება უჭირდა, ის გარეგნულად ქალია, შინაგანად კი კაცი. 15 წლის ასაკში გადატანილი ოპერაციის მიზეზის გაგების შემდეგ ტიციანას მშობლებისადმი აგრესია გაუჩნდა და მათ არასწორ გადაწყვეტილებას ვერ პატიობს. ტიციანას მშობლებისგან განსხვავებით ჯეიკობის მშობლები შვილისთვის არაფრის დამალვას არ აპირებენ, თუმცა როგორი იქნება მისი ცხოვრება წლების შემდეგ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამჟამად შეუძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები