1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაჭის გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბრალდებას პასუხობს

ჩამოტვირთვა

ინფო 9-ის 4 ოქტომბრის ერთ-ერთ სიუჟეტში ქართული ოცნების მხარდამჭერ გიორგი მიქიაშვილის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მილედი ჭელიძემ სოფელ ზნაკვაში ოთხ პიროვნებას შესთავაზა თანხა 150-150 ლარის ოდენობით, რათა ხმა მიეცათ ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს, ინფო 9-თან კომენტარი გააკეთა თავად მილედი ჭელიძემაც. მან აღნიშნა, რომ ეს არის ცრუ ბრალდება, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს არა მარტო მიქიაშვილმა, არამედ ქართული ოცნების ამბროლაურის ოფისის ხელმძღვანელებმა, ვისი დავალებითაც მოქმედებდა აღნიშნული პიროვნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფო 9-მ გაურკვეველი მიზეზების გამო მილედი ჭელიძის კომენტარი მის გვერდზე არ განათავსა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები