პოლიტიკა
"თუ მამალაძე დამიკავშირდება, მაშინ მის საქმესაც მე გავასაჩივრებ"
2012-10-10 20:17:37
ჩამოტვირთვა
ლევან მამალაძის ადვოკატი ალეკო ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენს გაასაჩივრებს, შეძლებს თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. - აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო გლობალ ნიუსი ავრცელებს
,,GlobalNews”-სთან საუბარში ადვოკარტმა განაცხადა, რომ მამალაძის საქმეში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის და იმ მოსამართლის და პროკურორის პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს, რომლებმაც მტკიცებულებების გარეშე ეს განაჩენი გამოიტანეს.
ალადაშვილისთვის უცნობია ლევან მამალაძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და ისიც, ჩამოვა თუ არა საქართველოში.
„ძალიან ბევრი საქმე არის გადასახედი, უკვე ვამზადებ საქმეებს, თუ მამალაძე დამიკავშირდება, მაშინ მის საქმესაც მე გავასაჩივრებ“,- განაცხადა ადვოკატმა ალადაშვილმა.
კომენტარები