მსოფლიო
ქართული ოცნება რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერებას ითხოვს
2012-10-10 17:08:04
ჩამოტვირთვა
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერებას ითხოვს. როგორც ამირან გამყრელიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაჩქარებული ფორმით მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმასთან უკვე ხელმოწერილია. მისივე განმარტებით, ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მოქმედ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ესაუბრა, რომელსაც ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ასევე არ აქვს.
კომენტარები