1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უსულო საგნებზე დაქორწინებული ადამიანები

ჩამოტვირთვა

გამაოგნებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, ბევრი უცნაური ქორწინება ოფიციალურადაა დაკანონებული. ჩვენ გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც უსულო საგნებზე დაქორწინდნენ. ეია-რიტა ბერგლინერ-მაუერი ცოლად გაყვა ბერლინის კედელს 1979 წელს. ეის თქმით, მას ბერლინის კედელი ერთი ნახვით შეუყვარდა, როდესაც 7 წლის ასაკში ტელეეკრანზე ნახა. მას შემდეგ კი, რაც ბერლინის კედლის განადგურება გადაწყდა, ეია თავს ცუდად გრძნობდა და დეპრესია ჰქონდა, ამბობდა, დავქვირვდიო. ემი ვულფერ ვებერი სრულიად ნორმალურად მიიჩნევს თავის სიყვარულს ამერიკული გორაკებისადმი. მისი თქმით, ასეთი მანიაკალური სიყვარული ამ ატრაქციონებისადმი მას 13 წლის ასაკიდან დაეწყო, როდესაც 3000 ჯერ გამოსცადა ამ ატრაქციონით მიღებული სიამოვნება. ამიტომაც გადაწყვიტა დაეკანონებინა სიყვარული ამერიკული გორაკებისადმი და მისი მწარმლოებლის – ვებერის გვარზე გადავიდა. ვინ იფიქრებდა, რომ ხოაკინს მექანიკური კონსტრუქციები შეუყვარდებოდა. ერთ შვენიერ დღეს მან ოჯახს განუცხადა, რომ ქორწინდება მატარებელზე. ახლა ხოაკინი 45 წლისაა და ნამდვილად უყვარს თავისი მეუღლე-მატარებელი და არც ნერვიულობს, რომ მის ადგილას შეიძლებოდა ნამდვილი ქალი ყოფილიყო. ერიკა ეიფელი როგორც კი გაიზარდა გადაწყვიტა ცოლად ეიფელის კოშკს გაჰყოლოდა. მას ძალიან მოსწონს კოშკის სტრუქტურა და ამიტომაც მასთან კავშირი ქორწილით დააკანონა. ბიჭი, ზედმეტსახელად სალ900-მა გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა ნენე ანეგასაკი, ერთ-ერთი თამაშის პერსონაჟი. ეს ქორწილი ნამდვილად დიდი მოვლენა იყო და ინტერნეტის დახმარებით ყველა მსურველს შეეძლო მისი ნახვა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ქორწილს მღვდელიც ესწრებოდა. 46 წლის ტაივანელმა ცანგ სი-ხსუმმა განაცხადა, რომ ბარბის თოჯინაზე სურს დაქორწინება, რათა მის გარდაცვლილ მეუღლეს შემცვლელი მოუძებნოს. ქორწილი ჩატარდა ადგილობრივ ბუდისტურ ტაძარში, რის შემდეგაც სიძე-პატარაძალი სახლში დაბრუნდა, სდაც მათ ექს-ცოლის ფერფლი ელოდებათ. 28 წლის კორეელი ლი ჯინი დაქორწინდა ბალიშზე, მთელი კორეული ტრადიციების დაცვით. და ბოლოს, დეივ კეტი დაქორწინდა რეზინის ქალზე და ეს უცნაურო ქორწინება ასე ახსნა ”იგი მე მაძლევს ისეთ რამეს, რაც სხვა არცერთ ქალს არ მოუციაო.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები