1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას წერს The New York Times ივანიშვილზე?

ჩამოტვირთვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გავლენინანი გამოცემა ნიუორკ ტაიმსი ეხმაურება. გამოცემა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერზე წერს .ნიუორკ ტაიმსის ვრცელი სტატიაში ძირითადი აქცენტი საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატზე ბიძინა ივანიშვილზე კეთდება . ნიუორკ ტაიმსის ჟურნალისტი წერს , რომ კოალიციის ლიდერისთვის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი საათები დამაბნეველი აღმოჩნდა. გამოცემას ამის დასტურად არჩვნების მეორე დღეს ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოყავს სადაც ის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს . 20 წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთმა კი ამ ორგანოს მიერ შექმნილი ცალკეული აპარატებისა და ადამიანების შეცნობა შეძლო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გუშინ საკუთარი თავი საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა, არცერთ ნაცნობ ორგანოსა თუ პიროვნებას არ ჰგავს, უფრო მეტიც, იგი სრულებით განსხვავდება ყველასგან. იგი არის ერთი დიდი ცარიელი გვერდი პოლიტიკური თვალსაზრისით. იგი არის ცარიელი ფურცელი დიდი რაოდენობის ხარვეზებით, რომელთა შევსებაც მხოლოდ სხვა ადამიანების დახმარებით არის შესაძლებელი. ვრცელ სტატიაში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის წარმატებულ ბიზნესზე რუსეთში. სტატიის ავტორი ივანიშვილის ხაზს უსვამს ივანიშვილის კავსირს რუსეთის ხელისუფლებასთან და წერს , რომ მისი წარმატებული ბიზნესი რუსეთში არ იძლეოდა იმაზე ფიქრის უფლებას, რომ ივანიშვილის გეგმები არ იყო კრემლის მიერ ნაკარნახევი და მართული. ივანიშვილი მოსკოვში საცხოვრებლად 1982 წელს გადავიდა და საკუთარ ქვეყანაში ორი ათწლეულის შემდეგ დაბრუნდა. Forbes-მა კი მისი ფინანსები 6.4 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასა. მისი წარმატებული ბიზნესი რუსეთში არ იძლეოდა იმაზე ფიქრის უფლებას, რომ ივანიშვილის გეგმები არ იყო კრემლის მიერ ნაკარნახევი და მართული. მიუხედავად იმისა, რომ გარკევული სვლებით ამ ხმების უგულვებელყოფა მოხერხდა, ივანიშვილის წარსული დღემდე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს. ქართველებმა ფაქტობრივად, ოლიგარქის გაცნობა მისი გულუხვი, ანონიმური „საჩუქრების“ მეშვეობით შეძლეს. ნიურკ ტაიმსი საქართველოში წინა საარჩევნო პერიოდსაც ეხმაურება და წერს , რომ კოალიციამ პატიმრების გაუპატიურების ამსახველი ვიდეო მასალია წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია . გავლენიან გამოცემას სტატიის დასკვნით ნაწილში აუცილებელია ითქვას, რომ სექტემბრის დასაწყისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას რეიტინგის საკითხებში 20 პროცენტით უსწრებდა, ამ ყოველივეს უგულვებელსაყოფად კი ბინძური გზების ძიება დაიწყეს და პატიმრების გაუპატიურებისა და მათზე ძალადობის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად აქციეს. ევროპელი ლიდერების შეფასებებიც მოყავს . სტატია დანიის ელჩის ესბენ ემბორგის ციტატით სრულდება . ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მჭიდრო ურთიერთობას კვლავ განაგრძობს აშშ-თან და იბრძოლებს ნატოში ინტეგრაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა რუსეთში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს. რამდენად სარწმუნოა ეს ყოველივე უცნობია, მაშინ, როცა ბატონმა ივანიშვილმა სააკაშვილს ვადამდე ადრე გადადგომა შესთავაზა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი სამმა ამერიკელმა სენატორმა საკუთარი აღშფოთება ვერ დაფარა და ამ ყოველივეს ივანიშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯი უწოდა. შესაძლოა მას შეაგნებინეს, რომ ახლა პოლიტიკოსი უნდა იყოს, მას არ შეუძლია უბრალო კანონდამრღვევის სტატუსი მოირგოს. რაც თქვენ მოიგეთ არ არის ხელჩართული ბრძოლა, ეს არის არჩევნები. არსებობს საზოგადოების 50 პროცენტი, რომელმაც თქვენ არ დაგიჭირათ მხარი. ალბათ არსებობს ვიღაც, ვინც უთხრა: ბატონო ბიძინა: „ასე გამარჯვებულები კი არა, პატარა კაცები იქცევიან“, - განაცხადა დანიის ელჩმა, ესბენ ემბორგმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები