1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში - დეტალები და შეფასებები

ჩამოტვირთვა

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბირების საკითხი იყო მთავარი თემა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე. საქართველოს პრეზიდენტის და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მედიისთვის განცხადებებიც გააკეთეს. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა - ეს ის ძირითადი საკითხია,რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრიდან გამოსული ივანიშვილი კი, რომელიც ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე საუბრობდა, დღეს უკვე ღიად აცხადებდა, რომ მომავალი მთავრობის მთავარი ორიენტირი ევროპა და ნატოში ინტეგრაცია იქნება. ბიძინა ივანიშვილი დღეს ისე როგორც არასდროს რადიკალური გამონათქვამებით ალაპარაკდა და მოქმედი მთავრობის მცდელობას ხელისუფლების მშივიდობიანად გადაბარების პროცესს ბიძინა ივანიშვილმა მუქარნარევი ტონით უპასუხა. მაშინ კი როდესაც პრეზიდენტის სასახლეში ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების ,,ქცევის კოდექსზე’’ საუბრობდა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადებაში მთავარი აქცენტები ქართველი ხალხის ინტერესების დაცვასა და ქვეყნის მომავალზე გააკეთა. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობის შეფასებები დღის მეორე ნახევარში უკვე პარტიების ცენტრალულ ოფისებში გაგრძელდა. ის,რომ მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მართლაც მნიშვნელოვანი იყო დღეს ამაზე როგორც კოალიციის ისე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თანხმდებოდნენ, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განცხადება არაადექვატური იყო. დღევანდელ შეხვედრას ისტორიული უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ლიდერი ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაცემაზე საუბრობდა. პრეზიდენტმა ღიად განაცხადა,რომ ის და მისი გუნდი საქართველოს მომავლის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები