1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მოამბის” წამყვანმა სამსახური დატოვა

ჩამოტვირთვა

საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” დღის გამოშვების წამყვანმა ნინო თოლორდავამ სამსახური დატოვა. არხი აღიშნულ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ პროვოკაციას" უწოდებს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფაქტის შესახებ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ თოლორდავა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილით მუშაობდა საინფორმაციო სამსახურში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მხრიდან არასდროს დაფიქსირებულა არანაირი პროტესტი, აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გვქონდეს ჩვენი პოზიცია და შევაფასოთ ის, როგორც გარკვეული პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც ჟურნალისტმა პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა“,- განმარტავენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. რაც შეეხება თავად ტელეწამყვანს, თოლორდავა კომენტარს ამ დრომდე არ აკეთბს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები