მსოფლიო
ლავროვი საქართველოსთან ცხინვალისა და აფხაზეთის სტატუსზე მოლაპარაკებებს გამორიცხავს
2012-10-09 17:58:11
ჩამოტვირთვა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სტატუსზე მოლაპარაკებებს გამორიცხავს.
“რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გზას დაადგება“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაწყებული ცვლილებები ქვეყანას საშუალებას მისცემს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს, მათ შორის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანაც.
ჩვენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბედის შესახებ რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს საქართველოსთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან არ გავმართავთ, ვინაიდან ამ რესპუბლიკების ბედი მისმა ხალხმა გადაწყვიტა”,- აღნიშნავს რუსეთის პირველი დიპლომატი.
კომენტარები