1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს 11 ოქტომბერს დატოვებს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს 11 ოქტომბერს დატოვებს. პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან. უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები