პოლიტიკა
ბექა მინდიაშვილი ასავალ-დასავალს ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს
2012-10-09 16:03:24
ჩამოტვირთვა
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ასავალ-დასავალის ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და ქვეყანაში ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მინდიაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას გაზეთ ასავალ-დასავალში სასჯელ აღსრულების სისტემაში მომუშავე ადამიანების სახელებისა და გვარების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს , რომ მომხდარი კანონის უხეში დარღვევაა და სამართალ დამცავი ორგანოები აღნიშნული ფაქტით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინტერესდნენ. თეოლოგის განმარტებით გაზეთში მომუშავე ჟურნალისტების ქმედება , რომელშიც მართმადიდებელ მშობელთა კავშირიც მონაწილეობს არის რეალური საფრთხე პირადი შურისძიებისა. პრაიმ-ტაიმის პრეს კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მინდიაშვილმა ასავალ-დასავალის მიმართ კოალიცია ქართული ოცნების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და კოალიციის ლიდერს გაზეთის მხარდაჭერის ნაცვლად მომხდარის დაგმობისკენ მოუწოდა.
კომენტარები