მსოფლიო
სოზარ სუბარი: ციხის თანამშრომლების საკითხს ინდივიდუალურად გადავწყვეტ
2012-10-09 15:51:23
ჩამოტვირთვა
სოზარ სუბარი დღეს მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. სასჯელაღსრულების უწყების მინისტრობის კანდიდატი პირველ რიგში სფეროს გაცნობას გეგმავს. სუბარი აცხადებს, რომ ხვალ უწყებაში მისვლასა და იმ პრობლემების დეტალურ შესწავლას გეგმავს, რომლებიც პრობაციის სფეროში არსებობს. დღესვე, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ
ციხის თანამშრომლების სამსახურებში დატოვება– გათავისუფლების საკითხებს ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ყველა თანამშრომლის საკითხს შეისწავლის, დამნაშავეებს შესაბამის უწყებებს გადასცემს, პატიოსანი თანამშრომლები კი სამსახურებს შეინარჩუნებენ. დღესვე, მომავალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ მისი მინისტრობის განმავლობაში ციხეებში პატიმრებს უდიერად ვერავინ მოეპყრობა.
კომენტარები