1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ჩამოტვირთვა

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შედგა მოქმედი და არჩეული ხელისუფლების სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. "ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფში იყვნენ ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქარძე. წარმომადგენლები, შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეო გადაღებები იყო დაშვებული. შეხვედრის მთავარი თემა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები