მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის შეხვდება
2012-10-09 11:27:48
ჩამოტვირთვა
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება.
სავარაუდოდ, შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყება მოქმედი და არჩეული ხელისუფლების სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქარძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის შეკრებილი არიან ჟურნალისტები და ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლები, შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეო გადაღებები დაიშვება. გაკეთდება თუ არა კომენტარები მედიისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები