1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ჩამოსვლის სურვილს ირაკლი ოქრუაშვილიც გამოთქვამს

ჩამოტვირთვა

საქართველოში დაბრუნების სურვილს ექს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც გამოთქვამს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსმა ლია კამლაძემ განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს აქვს დაბრუნების სურვილი, თუმცა პროცედურულად ეს საკითხი ჯერ გასარკვევია. კამლაძე აცხადებს, რომ ოქრუაშვილს პარტიის გენერალურ მდივანთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. „კომუნიკაცია გვაქვს ირაკლი ოქრუაშვილთან. მას ბუნებრივია აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი, ვინაიდან ის ქვეყნიდან თავისი ნებით არ წასულა. ჩვენი დიდი სურვილიც არის, რომ დაბრუნდეს ის საქართველოში, თუმცა მას დაბრუნებაზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. იურიდიულად ეს საკითხი მოსაგვარებელია“ - განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს ლია კამლაძემ. „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები