პოლიტიკა
ახალი მთავრობა და პარლამენტის ახალი წევრები
2012-10-08 17:52:31
ჩამოტვირთვა
“ქართული ოცნების” ლიდერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და მედიას მათი კანდიდატურები კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს წარუდგინა.
ახალ მთავრობაში პოსტები ასე გადანაწილდა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს - ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს; თავდაცვის სამინისტროს - ირაკლი ალასანია, ამავე დროს ის ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე - თეა წულუკიანია წარდგენილი. სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე, რომელიც მეორე ვიცე-პრემიერი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია; ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.
წარდგენის შემდეგ მინისტრობის კანდინატებმა ჟურნალისტებთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ისინი მუშაობის დაწყების შემდეგ აპირებენ.
ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. მომავალი მინისტრი ავღანეთში ქართული ჯარების განთავსების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი მსახედროები იქ მისიის ამოწურვამდე დარჩებიან.
რეინტეგრაციისა და კონფლიქტების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ის ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის მხარეების მაქსიმალურად ჩართვას მოლაპარაკების პროცესში.
საგარეო სააქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია.
შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი მთავარი მიზანია, რომ პოლიცია მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული გახდეს.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაზე იზრუნებს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის თქმით, ის პროექტები რაც აღნიშნულმა სამინისტრომ განახორციელა, გაგრძელდება.
ბიძინა ივანიშვილმა მთავრობასთან ერთად, საზოგადოებას დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ვინაობა დაუსახელა - ამ თნამდებობაზე დავით უსუფაშვილია წარდგენილი.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად არჩილ კბილაშვილია წარდგენილი.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს მას ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.
დარჩენილი ფინანასთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატურები ბიძინა ივანიშვილს დღეს არ დაუსახელებია, ასევე არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრზე.
მისი თქმით, ამ სამინისტროების მინისტრობის კანდიდატურები განხილვის პროცესშია და მათ ვინაობას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.
კომენტარები