მსოფლიო
ხაშურის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
2012-10-08 16:09:44
ჩამოტვირთვა
ინციდენტი ხაშურის ცენტრში - არჩევნების გაყალბების ბრალდებით, 35–ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძეს რამდენიმე პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ლაცაბიძე ამბობს, მათ შორის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარიც იყო.
მისი თქმით, მოძღვარი მისგან გაყალბების ფაქტის აღიარებას და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა.
ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით, იმედო ლაცაბიძემ პოლიციას უკვე მიმართა. თავად მოძღვარი კი აცხადებს, რომ ლაცაბიძე დამნაშავეა და ბრალი უნდა აღიაროს.
კომენტარები