1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმაური ქუთაისის საკრებულოში

ჩამოტვირთვა

ხმაური იყო დღეს დილიდან ქუთაისის საკრებულოში. საკრებულოს წევრების პროტესტი ქუთაისის მერის კანდიდატურის წარდგენას მოჰყვა. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანმა ქალაქის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესიკ ბრეგაძის კანდიდატურა დაასახელა. ბრეგაძის მერად არჩევა გააპროტესტა "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა მამუკა მღვდელაძემ, რომლის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას ვერ მოახერხებს, რაც ქალაქის მმართველობას ჩიხში შეიყვანს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ქრისტიან-დემოკრატებმაც". მათი განცხადებით, ქალაქის მერის პოსტზე ბრეგაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ და საკითხი არც ფრაქციებში განხილულა. დაპირისპირების მიუხედავად, ბესიკ ბრეგაძე კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, სულ 19 ხმით ქუთაისის მერად აირჩიეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები