1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის წევრების სავარაუდო ვინაობა უკვე ცნობილია

ჩამოტვირთვა

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ სახელდებიან ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრები, სოციალურ ქსელებში სავარაუდო კანდიდატებს აქტიურად განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ალასანია იქნება, თავდაცვის მინისტრად კი სოზარ სუბარისა და კობა დავითაშვილის კანდიდატურები განიხილება, სოზარ სუბარი ასევე მოიაზრება სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზეც. რაც შეეხება ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა განიხილება, ხოლო ეკონომიკის მინისტრად ნოდარ ხადური სახელდება. ამასთან, საუბარია, რომ კულტურის მინისტრის პოსტს დავით მაღრაძე დაიკავებს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თედო ჯაფარიძე მოიაზრება, სპორტის სამინისტროს კი სავარაუდოდ, კახი კალაძე გადაიბარებს. ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი მანანა კობახიძეს მოიაზრებს, ხოლო თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობას უპირებს. გუშინ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა მაია მიმინოშვილიც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ჩაიბარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები