პოლიტიკა
ტელეკომპანია იმედის სპეციალური განცხადება
2012-10-06 15:01:46
ჩამოტვირთვა
ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება.
ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუების მრავალფეროვნებას.
ახლა, ტელეკომპანია იმედის, ისევე, როგორც ყველა ჟურნალისტის, ყოველი მოქალაქისა და მათ შორის ახალი, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების ვალია - დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს.
იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალ მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.
კომენტარები