1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველო რუსული რევოლუციის ორგანიზებაში მონაწილეობდა?

ჩამოტვირთვა

რუსულმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვემ" 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის, სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ვიდეოჩანაწერი ნაჩვენებია ფილმში - "ანატომია 2", რომელიც მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის აქციებს ეძღვნება. რუსული მედიის ცნობით, "ენ-ტე-ვეს" ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გივი თარგამაძესა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურთ. მისი მიხედვით, რევოლუცია შესაძლოა, კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევს. "ენ-ტე-ვეს" მტკიცებით, სერგეი უდალცოვი "ქართველი კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში 35 ათას დოლარს იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია". ფილმის მიხედვით, საქართველოსთან ლამის მთელი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები არიან დაკავშირებულნი - ალექსეი ვენედიქტოვი, ევგენია ალბაცი, მიხეილ კოზირევი და რუსტამ ადაგამოვი. ფილმის ავტორების მტკიცებით, ოპოზიციის მხარდასაჭერად და რევოლუციის მოსაწყობად ფინანსების გაღებისთვის მზად არის "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ბოროდინი. "ანატომია 2"-ის ავტორებმა საქართველოსთან ბოროდინიც დააკავშირეს - მათი მტკიცებით, ბოროდინი მზად არის, საქართველოში საცხოვრებლად გადავიდეს, თუ ლონდონში დარჩენა არ გამოუვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები