პოლიტიკა
„ისე გამოვიდა, თითქოს მე სომხების მიკვირს აქ რომ ცხოვრობენ“
2012-10-05 21:05:34
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ ჟურნალისტ ევგენია ალბაცისათვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის თქმით, კითხვას, რომელიც ოჯახის საქართველოში დაბრუნებას, პოლიტიკასა და არჩევნებში ჩართვას შეეხებოდა, ვრცელი პასუხი გასცა, გაზეთში კი მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა, რამაც მთლიანად შეცვალა და დაამახინჯა კონტექსტი. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა.
კომენტარები