მსოფლიო
ივანიშვილი და ბიზნესმენები - შეხვედრის დეტალები
2012-10-05 19:35:57
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. მხარეებმა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური ზეწოლის გამო ქვეყნის დატოვება მოუხდათ, აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ივანიშვილის თქმით, თუკი ბიზნესს რაიმე პრობლემა ექნება, ის მზად არის ამის აღმოსაფხვრელად საკუთარი კაპიტალიც დახარჯოს.
ბიძინა იავანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. ვასაძის თქმით ის საქართველოში ღვინის ბიზნესით დაინტერესდება, ასევე გაუწევს დახმარებას ქართულ-საგანმანათლებლო სფეროს.
თი-ბი-სი ბანკის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, თქმით ის მიესალმება ივანიშვილის ინიციატივას კერძო სექტორის სახელმწიფოს მხრიდან განთავისუფლების შესახებ.
გიორგი ისაკაძის თქმით, კარგია თუ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური რეგულირება და კერძო არბიტრაჟი დამკვიდრდება. გიორგი ისაკაძის აზრით, თუ რაიმე სახის რეკეტი ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდა, ბიზნესმენებს ამის შესახებ მთავრობის შეცვლამდე უნდა ესაუბრათ.
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებთან მსგავს შეხვედრას მომავალშიც გეგმავს, თუმცა კოალიციის ლიდერს შეხვედრის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები