1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონსტანტინე კუბლაშვილმა დიპლომატებს არსებული ვითარება გააცნო

ჩამოტვირთვა

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. კონსტანტინე კუბლაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩის მოადგილეს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა კანონის დარღვევა სცადა, ცდილობდა ერთ–ერთი მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ერთი კონკრეტული პროცესი ქართული ოცნებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებით დასრულებულიყო. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ არავის არ მისცემს კანონის დარღვევის უფლებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები