1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფი საგანგებო განცხადება

ჩამოტვირთვა

კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფი საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მედიაორგანიზაციის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებს ეხება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, ჰოლდინგში შემავალი მედიაორგანიზაციების, www.presa.ge www.internet.ge www.itv.ge-სა და www.droni.ge , როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლების მიმართ გახშირდა მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები და სიცოცხლის ხელყოფით დაშინების ფაქტები. როგორც კავკასიის ინტერნეტმედიაჯგუფის მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, მუქარა, ძირითადად, სოციალურ ქსელების საშუალებით ხორციელდება. “მუქარა, ძირითადად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ხორციელდება. ამ ფაქტს, ყურადღებას არც ადრე ვაქცევდით და არც ახლა მივაქცევდით, რომ არა ერთი გარემოება: პირველი ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესმა ინტენსიური სახე მიიღო. მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, პორტალის თანამშრომლებმა მიიღეს რამდენიმე წერილი, რომლებიც შეურაცხყოფასთან ერთად, კონკრეტულად შეიცავს სიცოცხლის ხელყოფის მუქარასაც. მუქარა, ძირითადად, ხორციელდება „ფეისბუქის“ ისეთი მომხმარებლებისგან, რომელთა იდენტიფიცირება ფოტოს ან პირადი მონაცემების მიხედვით, შეუძლებელია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათს უმრავლესობას, საკუთარი პროფილის ფოტოს ან ე.წ. ქუდის ფოტოს საშუალებით, აშკარად აქვს გამოხატული პირადი სიმპათია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ.“ –ნათქვამია განცხადებაში მედიაჰოლდინგში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მუქარის ავტორებს ბევრი რამ აკავშირებდეთ კოალიციასთან და მუქარის შემცველი წერილები მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ იგზავნებოდეს. „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე, აუცილებლად მიიჩნევს, რომ მუქარის ფაქტების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ რიგში კი, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები, ვინაიდან სახეზეა დევნის მცდელობა პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა. კავკასიის ინტერნეტმედიაჯგუფი სპეციალური განცხადებიტ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შეწყდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა თუ აქტივისტების მხრიდან და ეცადოს, საქართველოს მოქალაქეები და ევროპა დემოკრატიით გაგვაკვირვოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები