მსოფლიო
ირაკლი ალასანია ახალაიას ემუქრება-ფარული ჩანაწერი
2012-10-04 19:31:37
ჩამოტვირთვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატის ირაკლი ალასანიას მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
ახალაიას განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ხობის მხედრიონის ყოფილი უფროსი მიუგზავნა, რომელიც მასზე ზეწოლას ახდენდა და კოალიციის სახელით მოითხოვდა არჩევნებში მიღებულ შედეგებზე უარი ეთქვა.
„გამომიგზავნა ეს პირი და შემომითვალა, რომ ელაპარაკა პირველს, ალბათ ის ამ სიტყვაში ივანიშვილს გულისხმობდა. ალასანია მითვლიდა, რომ მიშამ დათმო არჩევნები და მომიწოდებდა უარი მეთქვა გამარჯვებაზე“,- აღნიშნა როლანდ ახალაიამ.
მმართველი გუნდის წევრმა დღესვე ჟურნალისტებს აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფარული ჩანაწერი წარუდგინა.
ვიდეოჩანაწერში უცნობი პირი ახალაიას ალასანიას დანაბარებს აცნობს და აცხადებს, თუ კოალიცია ზუგდიდში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს ირაკლი ალასანია ზუგდიდში სუტუაციას დაძაბავს.
ვიდეოჩანაწერში სიტყვა „პირველი“ ფიგურიებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეპითეტად შეიძლება განვიხილოთ.
ამასთან ჩანაწერიდან ირკვევა, თუ მმართველი გუნდის წევრი უარს იტყვის პოლიტიკაში მოსვლაზე ირაკლი ალასანია მზად არის ხელშეუხებლობის გარანტიები მისცეს.
კომენტარები