1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგა ბოკერიამ საგანგებო განცხადება გააკეთა

ჩამოტვირთვა

კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის წარმოების ჯგუფში დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და გიგა ბოკერია შევლენ. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა პროცესი მშვიდობიანად და შეუფერხებლად წარიმართოს. გიგა ბოკერიას განმარტებით, ამისთვის საჭიროა დიალოგი და ისინი თავის მხრივ, ამ დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. "იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს წარმართავს, ჩვენი მხრიდან შევლენ დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და მე. ვიმედოვნებ, ეს დიალოგი უახლოეს მომავალში დაიწყება და კარგად დასრულდება", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მოქმედ ხელისუფლებასთან საკონსულტაციო ჯგუფი გუშინ "ქართულმა ოცნებამაც" ჩამოაყალიბა. მათი მხრიდან აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები