პოლიტიკა
რუსთავი 2-ის 40% გაიყიდა
2012-10-04 18:40:03
ჩამოტვირთვა
დღეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 40 % გაიყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 4 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ლევან ყარამანიშვილმა თავისი კუთვნილი 90 %-იანი წილიდან 40% ნახევარ მილიონ დოლარად “მედია ჯორჯიას” მიყიდა.
აღსანისნავია რომ მედია ჯორჯიას მფლობელი ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გახლავთ.
ამ დროისთვის სამაუწყებლო კომპნაია "რუსთავი 2"-ის 10 %-ს გიორგი გეგეშიძე, 50 %-ს ლევან ყარამანიშვილი, ხოლო 40 %-ს დავით კეზერაშვილი ფლობს.
კომენტარები