მსოფლიო
ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება
2012-10-04 16:30:55
ჩამოტვირთვა
საზოგადოების თვალთახედვის არედან დროებით გამქრალი ინგა გრიგოლია გაზეთ პრაიმტაიმის ფურცლებზე გამოჩნდა. ექსკლუზიურ ინტერვიუში გრიგოლიამ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. პრაიმტაიმთან საუბრისას ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ პოლიტიკიდან მიდის.
ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე დაბრუნდება თუ არა ის ჟურნალისტიკაში ინგა გრიგოლიამ უპასუხა:
„რასაკვირველია, მე ახლა ვერ ვისაუბრებ ხვალინდელ გეგმებზე, იმიტომ რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია და ჯერჯერობით არაფერზე ჩამოვყალიბებულვარ. თუმცა, რომ გითხრა, არ ვფიქრობ ამაზე-მეთქი, მოგატყუებ. ალბათ, მუშაობას გავაგრძელებ ისევ მედიის მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს როგორც ტელემედიის მიმართულება, ასევე პრესა“
კომენტარები