მსოფლიო
მამუკა კაციტაძემ თანამდებობა დატოვა
2012-10-04 14:57:00
ჩამოტვირთვა
სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე თანამდებობას ტოვებს და კომისიის რიგით წევრად რჩება.
ეს განცხადება მამუკა კაციტაძემ დღეს, კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. კაციტაძე აცხადებს, რომ მიუხედავად თანამდებობიდან წასვლისა, კვლავ იღებს პასუხისმგებლობას კომისიის საქმიანობაზე, რომელიც კომისიამ შექმნის დღიდან დღემდე განახორციელა.
ვინ გახდება კომისიის თავმჯდომარე, ჯერ უცნობია. კაციტაძის განმარტებით, კანონმდებლობით ამ პოსტზე შესაძლებელია მისი მოადგილე ან ოპოზიციონერი წევრებიდან რომელიმე დაინიშნოს.
დღესვე კაციტაძემ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, კომისიამ განახორციელა მონიტორინგი დაზუსტებულ სიასა და სამაგიდო სიას შორის და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
კომენტარები