1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკო საოლქო კომისიებზე ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

ცესკო საოლქო კომისიებზე ზეწოლის ფაქტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კომისიის პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ისინი მათთვის ცნობილ ყველა ფაქტსა და დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ. ცესკოს პრესსპიკერმა სიღნაღში, ყვარელში, თერჯოლაში, თეთრწყაროში, მარნეულსა და ლაგოდეხში მომხდარ დარღვევებზე გაამხვილა ყურადღება. „დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის საოლქო კომისიასთან იგეგმება მორიგი საპრორტესტო აქცია, გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, რომლებაც დიდი შრომა გასწიეს, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ყოფილიყო ჩატარებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტსა და მის აქტივისტებს, ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს და საშუალება მოგვცენ არჩევნების შედეგების შეჯამება მშვიდობიანად მოხდეს“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები