1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დევნილთა 2 ჯგუფის დაპირისპირება თბილისში

ჩამოტვირთვა

ტაშკენტის ქუჩის შესახვევის #7-ში იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი ჯგუფი ერთმანეთს ნავთობკომპანიის ყოფილი ოფისის შენობას ედავება. მათი ერთი ნაწილი, ფართის დაკანონების მოთხოვნით, შენობაში შეიჭრა და აცხადებს, რომ ტერიტორიას აღარ დათმობს. შენობაში შეჭრას ცდილობს მეორე ჯგუფიც. დევნილთა ეს ნაწილი ამტკიცებს, რომ სამინისტრომ ფართი სწორედ მათ უნდა დაუკანონოს. მოდავე მხარეების წარმომადგენლთა ნაწილი პასუხს დევნილთა სამინისტროს, ნაწილი კი იმ მთავრობას სთხოვს, რომელიც მოქმედს ჩაანაცვლებს. შემთხვევის ადგილზე მივიდა დევნილთა განსახლების მინისტრის მოადგილე. მან დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ნავთობკომპანიის ყოფილი ოფისი ამჟამად არცერთ დევნილს არ ეკუთვნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები